Sunday, March 14, 2010

პროექტი

1.პროექტის სახელი:
,,აზიის ქვეყნები-რელიგია და კულტურა, ტრადიცია,ეტიკეტი, დღევანდელობა“

2.პროექტის მოკლე აღწერა:
მოეწყოს კონკურსი საუკეთესო პრეზენტაციის გამოსავლენად თემაზე:,,აზიის ქვეყნები-რელიგია და კულტურა,ტრადიცია,ეტიკეტი, დღევანდელობა.“ პროექტის ფარგლებში დამზადდება პროექტის ბლოგი, სადაც განთავსდება ნამუშევრები;

3.პროექტის სრული აღწერა:
აზია მსოფლიოს უდიდესი რელიგიების -ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის,დაოსიზმის, სინტოიზმის სამშობლოა. ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ ამ კონტრასტული რეგიონის კულტურული ტრადიციები, თანამედროვე ეტიკეტი, ჩაცმის სტილი, კულინარია, აზიური კინო და მუსიკალური სამყარო, რომელიც ძალიან თვითმყოფადი და საინტერესოა; რელიგიის გავლენა ერის მენტალიტეტზე;

4.მონაწილეთა ასაკი: X-XI კლასი

5.ვადები: აპრილი-ივნისი(3 თვე)

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოპოვება,დახარისხება, ანალიზი, მეცნიერული კვლევა-ძიება, კომპიუტერული პროგრამების გამოყენება,ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობა;

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საგნებში, გამოიყენებენ ლიტერატურას აღნიშნული თემის შესახებ(,,ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია“, ,,კულტუროლოგია’’, გ. ჯოლია,,ეტიკეტის ისტორია’’, გ. ჯოლია ,,ქვეყანათმცოდნეობა’’); გამოსცემენ სასკოლო ჟურნალს და ბლოგს, სადაც განთავსდება მოძიებული მასალები, მოეწყობა ვიდეოპრეზენტაცია,power point, სტატიები, კედლის გაზეთი;

8.სარგებელი სხვებისათვის:
სკოლაში ინფორმაციული ბაზის შექმნა

9.სამუშაო ენა: ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:არ გვყავს

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია,გეოგრაფია, რელიგია, ეთნოგრაფია, კულინარია; ისტ.XI6.ისტ.XI7.

12.პროექტის ავტორი: ნინო ჯიქიძე
13.ავტორის ელ-ფოსტა:
nijikidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
Hijikidze.blogspot.com